Sunday, April 17, 2016

მე-9 დღის რეფლესია

დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა,მოვაწესრიგეთ პორტფოლიოები,გავაკეთეთ პრეზენტაციები.

Saturday, April 16, 2016

მე-8 დღის რეფლექსია

ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის განთავსება და რედაქტირება,ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკაზე,დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროცედურებზე.

მოსწავლის პრეზენტაცია

Sunday, April 3, 2016

მე-5 დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი საკმაოდ  შრომატევადი იყო.ვიმუშავეთ პროექტის შეფასების ჩარჩოზე.ჩვენ მიერ შექმნილი საქაღალდეები ავტვირთეთ ვირტუალურ დისკზე.

პროექტის პორტფოლიო




ჩემი პორტფოლიო იხილეთ  აქ...

Saturday, April 2, 2016

მე-4 დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე,გავეცანით მის სახეებს,ჩამოვაყალიბეთ ამ ტიპის კითხვები ჩვენს პროექტთან მიმართებით და დავიწყეთ მუშაობა შეფასების დროის  ჩარჩოზე.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:


ზოგადი კითხვა:
როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?
თემატური კითხვები:
1.როგორ ფიქრობთ,რა შეიძლება იყოს ადამიანებს შორის გაუცხოების მიზეზი ან მიზეზები?
2.რას გვასწავლის ილია ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივი" ჩვენ, 21-ე საუკუნის ადამიანებს?
შინაარსობლივი კითხვები:
1.რა არის არჩილის აზრით,თავადაზნაურობასა გლეხობას შორის არსებული გაუცხოების მიზეზი?
2.რა არის გაუცხოების მიზეზი ოთარაანთ ქვრივსა და სოსია მეწისქვილეს შორის?
3.რა არის გაუცხოების მიზეზი დედა -შვილს,ოთარაანთ ქვრივსა და გიორგის შორის?