Sunday, March 13, 2016
მე-3 დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგი პროდუქტიული იყო.პროექტის იდეის შესაბამისი სტანდარტები მოვიძიეთ საგნობრივი სტანდარტიდან და მისი გათვალისწინებით განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები და ამოცანები.გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს,დავწერეთ კომენტარები.ბუკლეტისთვის დავწერეთ, რატომ არის პროექტებით სწავლება მნიშვნელოვანი.
პროექტის სასწავლო მიზნები და ამოცანები
მოსწავლეები შეძლებენ:
- ლიტერატურული ტექსტი წაიკითხონ და დაამუშავონ სიღრმისეულად;
- გააანალიზონ ''ხიდჩატეხილობის ''პრობლემა ნაწარმოებში;
- წარმოადგინონ კვლევა ტექსტის შესწავლის პროცესში შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე,კიდევ რომელ პერსონაჟებს შორის დაინახეს ჩატეხილი ხიდი გარდა სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანებისა;
- იმსჯელონ, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში რა არის გაუცხოების მიზეზი;
- დაუკავშირონ აღნიშნული პრობლემა თანამედროვეობას;
- ისაუბრონ პრობლემური საკითხის მოგვარების მათეულ ვარიანტებზე;
- წარადგინონ წერითი დავალების, ესეების, პრეზენტაციები.
Saturday, March 12, 2016
ბუკლეტის შინაარსი
1.რა არის პროექტებით სწავლება?
თანამედროვე ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანია ნასწავლი მასალა გამოვიყენოთ პრაქტიკაში.ამის შესაძლებლობას გვაძლევს პროექტებით სწავლება.სწორედ ამგვარი სწავლებისას უვითარდებათ მოსწავლეებს ანალიზის,ცოდნის გამოყენების,სინთეზის ,შეფასების უნარები.ისინი უკეთ სწავლობენ თანამშრომლობას,კრიტიკულ აზროვნებას,ცდილობენ თავად ეძიონ პრობლემის გადაჭრის გზები,იყენებენ სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიებს ,ფართოვდება მათი ურთიერთობების არეალი.
მე-2 დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე შევქმენით intel-ის ბლოგი,სადაც განვათავსეთ პროექტის იდეა და მისი შინაარსის მოკლე აღწერა.დავიწყეთ ბუკლეტზე მუშაობა,ტრენინგი ნაყოფიერი იყო,რადგან შესწავლილი მასალა დამეხმარება პროექტებით სწავლებაში.
Friday, March 11, 2016
პროექტის იდეა
ხიდჩატეხილობის პრობლემა
კლასიკური მწერლობა უკვდავია,რადგან მასში დასმული პრობლემა თუ პრობლემები აქტუალობას არასოდეს კარგავს.ერთ-ერთი ასეთი პრობლემათაგანია ი.ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივში"დასმული ხიდჩატეხილობის ანუ გაუცხოების პრობლემა.მოსწავლეები გააზრებულად კითხულობენ ნაწარმოებს,გამოკვეთენ პრობლემატურ საკითხებს,მჯელობენ მათზე,აანალიზებენ,საუბრობენ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე,უკავშირებენ თანამედროვეობას და ასახელებენ პრობლემის მოგვარების მათეულ გზებსა და საშუალებებს.
Subscribe to:
Posts (Atom)